მედია-ომბუდსმენი

მედია-ომბუდსმენი
ან პრესის ეთიკის საბჭო ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს ინსტიტუტი, ჯერ ერთი, შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს; მეორეც, იგი ჟურნალისტებს იცავს ზედმეტი სასამართლო პროცესებიდან, რადგან მისი მეშვეობით გვარდება ბევრი ისეთი დავა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს განხილვის საგანი; მესამე – მედიაომბუდსმენი უზრუნველყოფს პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, რაც აუცილებელია როგორც სიტყვის რეალური თავისუფლებისთვის, ისე მედიის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. იმისათვის, რომ არ მოხდეს ჟურნალისტური ეთიკის სფეროში გარედან (მაგ. ხელისუფლების მხრიდან) უხეში ჩარევა, საჭიროა, თავად ჟურნალისტებს შორის მოხდეს შეთანხმება და მათ თავად აირჩიონ საკუთარი „მომრიგებელი მოსამართლე“: ამ წოდების ღირსი ჟურნალისტი: აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას, როგორც ერთადერთ სუვერენს პროფესიული ღირსების საკითხებში.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "მედია-ომბუდსმენი" в других словарях:

  • აისბერგული ჟურნალისტიკა — აშუქებს მხოლოდ მოვლენის მცირე, ადვილად შესამჩნევ ნაწილს, (განსაკუთრებით პოლიტიკას) შედგენილ ამბებს და ამავე დროს იგნორირებას უკეთებს რეალობის უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, პროცესებს, რომლებიც ზედაპირს ქვემოთაა. ისინი ნელ ნელა გარდაქმნიან საზოგადოებას …   Georgian encyclopedia

  • მედიის ანგარიშვალდებულების სისტემა — ცნება გულისხმობს ნებისმიერ არასახელმწიფო საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წინაშე მედიის პასუხისმგებლობას. იმის გამო, რომ ხსენებული ცნება გლობალურია, ის საკმაოდ ბუნდოვანია. ის მოიცავს ცალკეულ პირებს და ჯგუფებს, რეგულარულ შეხვედრებს …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»